რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაიჭრა 4 ადამიანი.

ქალაქში დროებით შეჩერდა მეტროპოლიტენის მუშაობა. როგორც იგორ ტეხეროვმა განაცხადა, მტრის თავდასხმის შდეგად ქალაქში დაზიანდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რის გამოც ხარკოვში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეიზღუდა.

სინეგუბოვმა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. რუსმა ოკუპანტებმა დარტყმები ხარკოვში ოსნოვიანსკისა და კიევის რაიონებს მიაყენეს.