ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 54 250 ჯარისკაცია ლიკვიდირებული – უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 54 250 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათგან 200 ბოლო დღეღამეშიამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები ასეთია:

2202 ტანკი, 4701 ჯავშანტექნიკა, 1306 ერთეულ საარტილერიო სისტემა, 312 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 168 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 251 საბრძოლო თვითმფრინავი, 216 ვერტმფრენი, 911 ოპერატიულ ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატი, 15 გემი, 3571 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 121 ერთეული სპეცტექნიკა და 236 ფრთოსანი რაკეტა.