მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს ჩვენთან შემოჭრილი არმია მთლიანად განადგურებულია უკრაინელების მიერ

„58- არმია, რომელიც 2008 წელს შემოვიდა საქართველოში მთლიანად განადგურებულია უკრაინელების მიერ და რუსეთის მეთაურობამ გამოაცხადა მისი დაშლა” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ძალიან მალე მოსალოდნელია, რომ ხარკოვში რუსეთი კიდევ უფრო მასშტაბურად დამარცხდეს.

ხერსონის გარეშეც რუსული დაჯგუფება პრაქტიკულად დაშლილია და ეხვეწება მოსკოვს გაყვანას, მაგრამ მათ პუტინის ბრძანება აქვთ, რომ ბოლომდე იდგნენ. ეს გარდაუვლად მიგვიყვანს ათასობით ოკუპანტის ტყვედ აყვანამდე ცოცხალი ტექნიკის ხელში ჩავარდნამდე და ხარკოვზე უფრო მასშტაბურ რუსულ მარცხამდე.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.