ვოლოდიმირ ზელენსკი ტყვედ ჩაბარებულ რუს ჯარისკაცებს სამ პირობას აძლევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტყვედ ჩაბარებულ რუს ჯარისკაცებს სამ პირობას აძლევსამის შესახებ ზელენსკიმ თავის გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა.

უკრაინა თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვედ ჩაბარდება, სამი რამის გარანტიას აძლევს: რომ თქვენ ცივილიზებულად მოგეპყრობიან, ყველა კონვენციის შესაბამისად; არავინ არ გაიგებს თქვენი ტყვედ ჩავარდნის გარემოებებს, რუსეთში არავინ გაიგებს, რომ თქვენი ტყვედ ჩავარდნა ნებაყოფლობითი იყო; თუ რუსეთში დაბრუნების შეგეშინდებათ და თავად არ ისურვებთ გაცვლას, ჩვენ ვიპოვით ამის უზრუნველყოფის გზებსაც  აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუს მეთაურებს არ აინტერესებთ მოქალაქეების სიცოცხლე, მათ უბრალოდ უნდა შეავსონ ცარიელი ადგილები გარდაცვლილი, დაჭრილი, გაქცეული და ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების ნაცვლად.

უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარება უკეთესია, ვიდრე ჩვენი იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი, ჩვენი სრულიად სამართლიანი დარტყმების ქვეშ, ვინაიდან უკრაინა ამ ომში თავს იცავს“ –  განაცხადა ზელენსკიმ.