უკრაინის გენშტაბი: მობილიზაციის გამო, რუსეთმა როსტოვის ოლქი ჩაკეტა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციითმობილიზაციის გამო, როგორც შემსვლელთათვის ისე გამომსვლელთათვის რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქი ჩაიკეტა.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. როსტოვის ოლქი დაკეტილია შემსვლელთათვის და გამსვლელთათვის. პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილზე, ნათესავების მეშვეობით, სამი დღის ვადაში გამოცხადება უბრძანეს“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ბელგოროდის რეგიონის შეკრების პუნქტებში მისულ პერსონალს ეძლევასია, თუ რა უნდა შეიძინონ საკუთარი ხარჯებით, კერძოდ, საუბარია თბილ ტანსაცმელზე.