სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

1992-1993 წლებშიომის  შედეგად, 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი და 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.