„თქვენ ინდივიდუალურად და კოლექტიურად გაყიდეთ ეს ქვეყანა“ – ნახეთ რას წერს ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მინდა, ვიღაცვიღაცების, განსაკუთრებით, ჩემიკოლეგებისყურადსაღებად დავწერო.

სულ ტყუილად ცდილობთ რუსეთის თემაზე სტატუსებით გამოძრომას. თქვენ და თქვენმა ტელევიზიებმა დიდი ხანია, გადაკვეთეთ წითელი ხაზიმხატვრულად თუ ვიტყვით, ლარსს მიღმა იმყოფებით. უკვე დაფიქსირდით და უღალატეთ ამ ქვეყანასზოგმა თქვენი სიუჟეტებით, ზოგმადუმილით, ზოგმა როგორ და ზოგმა როგორ. თქვენ ინდივიდუალურად და კოლექტიურად გაყიდეთ ეს ქვეყანა.

ყველა ხერხი გამოიყენეთ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს რუსეთისგან გასათავისუფლებლად იბრძვისჟურნალისტებს, თქვენს პროდასავლელ კოლეგებსა და ზოგადად ყველას დღე და ღამე ებრძვით.

ახლა, როცა ქარმა სხვა მხარეს დაუბერა, უკრაინაც იმარჯვებს და საქართველოც აუცილებლად მოიგებს ამ საუკუნოვან დაპირისპირებას, ნელნელა გვაპარებთ სტატუსებს, თითქოს ძალიან პროდასავლელები ხართ.

არ გამოგივათ ეს ამბავი. თქვენ გგონიათ, რომ სამშობლოს ხანდახან გაყიდვა შეიძლებამაგალითად, 20 ივნისს, 5 ივლისს და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენჯერ. თქვენ გგონიათ, რომ სიუჟეტებით, გადაცემებით, ხმამაღლა თუ დუმილით ქვეყნის ღალატი შეიძლება

პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ ეს ამბავი. ყველა სიუჟეტი შენახულია, ყველა გადაცემა შენახულია, ყველაფერი შენახულიავერ გადმოკვეთთ უკან იმ წითელ ხაზს.

აქლემისა და ნემსის არ იყოს, ზოგი რუსი ,,ტურისტიდა დეზერტირი უფრო შემოვა ამ ქვეყანაში ლარსიდან, ვიდრე თქვენ. აქლემი რომ მუხლებზე დააჩოქოთ, მაინც ვერ მოახერხებთ. ამ ისტორიულ მომენტში რუსეთის მხარეს დადექით და ისტორიამ როგორი პასუხი იცის, გადაიკითხეთ წიგნები.

ეს კარგად დაიმახსოვრეთ!

საქართველოში ყოველთვის იყოს დაპირისპირება მედიასაშუალებებს შორის. ერთს მეორის ტელევიზია არ მოსწონდა, მეორესპირველის, მაგრამ მტრის მხარეს გადასვლა და რუსეთის სამსახური უპატიებელია.

ასე რომ, ნუ წვალობთ.” – წერს ვახო სანაია.