“ეცით პატივი პატარა ანანსტასიას სულს, თქვენ ხომ ეს საქმე 3.000$ დაგიჯდებათ”

გიორგი მუხიგულაშვილი

უფლებადამცველი

 -“პატარა ანასტასია ზაალიშვილი დაიღუპა! გაუბედურდა ოჯახი! დედა სტამბოლშია მარტო, მამა კი ვერ გადადის საზღვარზე და სარფში გაუბედურებული და გაურკვეველი ზის და ტირის .

მივმართავ პრემიერ კვირიკაშვილს და საქართველოს ნაციონალური ავიახაზების მფლობელს თამაზ გაიაშვილს!

დაუდექით ამ გაუბედურებულ ოჯახს გვერდით დაეხმარეთ პატარა ანასტასიას ჩამოსვენებაში რადგან ოჯახს არ აქვს სახსრები გააკეთეთ საქმე . პატარა ანასტასიას დედა ამბობს რომ 18.000 $ ჯდება სპეც რეისით ჩამოსვენებაო, ხოდა მოგმართავთ თქვენ, ბატონო თამაზ, გააკეთეთ ეს საქმე ეცით პატივი პატარა ანანსტასიას სულს, თქვენ ხომ ეს საქმე 3.000$ დაგიჯდებათ . დაუდექით  დაჩაგრულ მამას და გამწარებულ დედას გვერდით, ჩვენ კი, ხალხი ამ ნაბიჯს ნამდვილად დაგიფასებთ და მადლობას გეტყვით! თანადგომას თუ დავკარგავთ, რწმენას თუ დავკარგავთ და სიკეთეს, რაღა იქნება ჩვენი ცხოვრება!“

კომენტარის დატოვება