ლიეტუვამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა.

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს ქვეყნის დასატოვებლად ხუთი დღე აქვს.

საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ დიპლომატის ბოლო ქმედებები და განცხადებები შეუთავსებელი იყო მის დიპლომატიურ სტატუსთან და მიიჩნევა მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კატეგორიულად გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟჟიის რეგიონების უკანონო ანექსიის შესახებ, რომელთა ნაწილები დროებით რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული” – ნათქვამია განცხადებაში.