ჩეხეთი რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების საფრთხის გამო დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო შეჭრასა და ქვეყანაში უსაფრთხოების გაუარესების შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად აფრთხილებს მოქალაქეებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩეხეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დატოვონ“ – წერია ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ  ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, ენდონ სანდო მასმედიას და ჰქონდეთ რუსეთის დატოვების გეგმა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, რომლებსაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში ისინი რუსეთის ხელისუფლების მიერ პირველ რიგში აღიქმებიან, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ვერ იქნებიან უზრუნველყოფენი სათანადო, სრულფასოვანი საკონსულო დაცვით მოსკოვში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსგან“ – აღნიშნულია განცხადებაში.