„ხელები და ფეხები აქვს გალურჯებულიო…” – ნახეთ ვრცლად რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი

„რამდენიმე დღეო და ამ მდგომარეობაში ვერ „გაქაჩავსო”. ხელები და ფეხები აქვს გალურჯებულიო, ვერ გადაადგილდებაო, სიყვებს ერთმანეთზე ვერ აბამსო და სახე სულ დასიებული აქვსო” – ამის შეახებ კლინიკა „ვივამედთან” მისულმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა

ტელეწამყვანი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ვიდეო, ფოტო მტკიცებულებით საზოგადოებას ანახოს თუ როგორ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი.

„საგანგაშო სიგნალი იყო თემურ ჯანაშიას განცხადება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან ერთია, როდესაც ადამიანები საკუთარი ემოციურობით გამოირჩევიან, მაგალითად, როგორც მე, მაგრამ მეორეა თემო ჯანაშია, რომელსაც არ ახასიათებს ემოციების, ფილტრის გარეშე განცხადებების გაკეთება.
პირად საუბრებში მის მიერ მოთხრობილი ბევრად უფრო მძიმე იყო. მითხრა, რომ რამდენიმე დღეო და ამ მდგომარეობაში ვერ „გაქაჩავსო”. ხელები და ფეხები აქვს გალურჯებულიო, ვერ გადაადგილდებაო, სიყვებს ერთმანეთზე ვერ აბამსო და სახე სულ დასიებული აქვსო.
ეს თუ ასე არ არის, ხელისუფლების ბერკეტი არის ნებისმიერი შეუძლია ვიდეო, ფოტო მტკიცებულება, რომ უბრალოდ გვანახონ, თუ როგორ არის. ხელისუფლებამ, ამერიკელი ექსპერტი უნდა შეუშვას მასთან, რომ საბოლოო დასკვნა დაიდოს და ეს ცირკი დამთავრდეს” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველთან” საუბრისას