კიევის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ინფორმაცია „მთავარ არხს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დაუდასტურა.

უფლებადამცველის თქმით,  უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, ამის შემდეგ კი მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს მოწმის სახით.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უკრაინის სასამართლო განიხილავს და აღძრული აქვს საქმე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად.

„მისმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით და უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად, უკრაინის იუსტიციის სასამართლო ამას გადაუგზავნის საქართველოს და მიიღებენ გადაწყვეტილებას გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს” – აცხადებს ხაჭაპურიძე.