„ნაცმოძრაობა განადგურებულია” – მდინარაძე

„ნაცმოძრაობა, როგორც პარტია აღარ არსებობს, განადგურებულია. არსებობს შიდა კლანები, რომლებიც ჩხუბობენ, თუ რომელი დახარჯავს მეტ ფულს საკუთარ კეთილდღეობაზე” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში” ფულთან დაკავშირებით დისკუსიებში არიან შესულები, რომ მათ რიგებში არსებული ოლიგარქების თემა გადაფარონ.

„ნაცმოძრაობაში არის დიდი განხეთქილება. შემდეგ, უკვე ფეიკებით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას. მაგალითად, ორი დღის წინ, სადღაც სოციალურ ქსელში შემხვდა, რომ  მათი ერთ-ერთი ტელევიზია, „ტვ პირველი”,  ხარჯავს 8 მილიონ ლარს. წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650,000 ლარად ამუშავებენ. დაახლოებით, თითო ადამიანის საშუალო ხელფასი ალბათ, უნდა იყოს  – 400 ლარი. ნახევარს და ორმესამედს ხომ ვერ დახარჯავენ ხელფასებში. აი, ასეთ ფეიკებით ცდილობენ გადაფარვას. სხვა ტელევიზიაზე ამბობენ, რომ დახარჯა ამდენი, ათეულობით მილიონი ლარი.
ფულთან დაკავშირებით დისკუსიებში არიან შესულები, რომ მათ რიგებში არსებული ოლიგარქების თემა გადაფარონ ფეიკებით. რეალურად, რომელი ოლიგარქის ფულს რომელი განკარგავს და რომელი რამდენს ჩაიდებს შემდეგ ჯიბეში, ამაზე არიან გადასულები. რეალურად” – განაცხადა მდინარაძემ