კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კიევში, შევჩენკოს რაიონში, დაბომბილი სახლის ნანგრევებში უკვე მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი ისევ იყოს მოყოლილი.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საავადმყოფოშია გადაყვანილი 3 დაშავებული, საიდანაც 2 საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელია.

დღეს დაბომბვების შედეგად დაღუპულთა შორისაა 6 თვის ორსული.