ხელვაჩაურში ძაღლმა 5 წლის ბავშვი დაკბინა

ხელვაჩაურში ძაღლმა 5 წლის ბავშვი დაკბინა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები” ავრცელებს.

შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს, მოხდა. დაშავებული ბავშვი ამჟამად ბათუმში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაძლოა, მას ყბა-სახის ოპერაცია დასჭირდეს.