ელისო კილაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მიდის

მედია ჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიას შექმნის – ამის შესახებ მან თავისივე დაარსებულ Cnews-სთან ინტერვიუსას განაცხადა.

კილაძის თქმით, 2024 წელი იქნება ის თარიღი, როდესაც პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა, მისივე განცხადებით, პოლიტიკაში მისი ჩართვა შეიძლება, მაგალითად, „რუსეთის მიერ საქართველოში კიდევ ერთხელ შემოჭრამ დააჩქაროს“.

კილაძე აცხადებს, რომ პარტიის სახელი და კონცეფცია უკვე შემუშავებული აქვს.