სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა.

„ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან” – წერს სამინისტრო.