გარდაიცვალა კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი მოკლა კლინიკაში გარდაიცვალა.

კაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული და მას სხეულის 70% ჰქონდა დამწვარი.

როგორც ცნობილია, კაცმა ყოფილი ცოლი სამსახურში მოკლა, შემთხვევის დროს დაზიანებები თავადაც მიიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109, 376-ე მუხლებით იყო დაწყებული.