რუსთავის მერიამ 105 ვიდეო-კამერის შესაძენად 1 381 695 ლარი გამოყო

რუსთავის მერია 105 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერას ყიდულობს. სისტემის მოსაწყობად საჭირო ტექნიკის შეძენა-მონტაჟი-ინსტალაცია თანმდევი მომსახურეობის შესაძენად მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერზე თანდართული დოკუმენტის მიხედვით, მერია ზოგადი ხედვის 66, ნომრის ამომცნობი 32 და მართვად 7 კამერას ყიდულობს.

ვიდეო-კამერებისა და მის მოსაწყობად საჭირო ტექნიკის შეძენა-მონტაჟი-ინსტალაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 381 695 ლარი დაიხარჯება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ვიდეო-კამერების დამონტაჟება ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩაზე მოხდება.