„ოცნებამ” უკრაინისთვის გენერატორების მიწოდებაზე უარი თქვა – კასიანოვის სკანდალური განცხადება

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ მათ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას ომში მყოფი ქვეყნისთვის გენერატორების მიწოდების თხოვნით, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში – გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, – კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში – მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით და სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია”, – განაცხადა კასიანოვმა.