მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთას გარდაიცვალოს – ჯიშკარიანის უმძიმესი პროგნოზი

ცენტრ „ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უმძიმესს უწოდებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ იგი შესაძლოა ნებისმიერ წუთას გარდაიცვალოს.

„პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო დიდი ხანია გავიდა კანონდებლობის ჩარჩოებიდან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ამ სისტემაში ადგილი ჰქონდა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ამჟამადაც მიმდინარეობს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების სახით ეს წამება და არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, ამ ინსტიტუციის მხრიდან, ახლა რაიმე ადეკვატური მოქმედების იმედი არ მაქვს. დღითიდღე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესება, ყოველ წუთას მოსალოდნელია გარდაცვალება. სწრაფად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. შავით თეთრზე წერია დიაგნოზი დასკვნაში, რომელიც არის გათავისუფლების სტანდარტში“ – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.