დნიპროში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

დნიპროში, ოკუპანტების მიერ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.

მაშველებმა ნანგრევებიდან 39 გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს. სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი კორპუსი, 14 იანვარს დაბომბეს. დნიპროში ხელისუფლებამ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა