პუტინის ომს უკრაინაში 456 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 456 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 1 353-ზე მეტი.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში – 429, ხარკოვის ოლქში – 269, კიევის ოლქში – 117, ჩერნიგოვის ოლქში – 82, ლუგანსკის ოლქში – 65, მიკოლაევის ოლქში – 82, ხერსონის ოლქში – 83, ზაპოროჟიეს ოლქში – 84 ლასტროვის ოლქში – 64, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 34, ლასტროვის ოლქში – 68.

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3 126 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 337 სრულად განადგურდა.