„მიხეილი კვდება და დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს” | „მაგნიტსკის სიის” ავტორი, ბროუდენი

„მიხეილი კვდება და დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს” – ამის შესახებ „მაგნიტსკის სიის” ავტორი, ბილ ბროუდენი, თემურ ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ, ტვიტერზე წერს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს „მაგნიტსკის სიის” ქართული ვერსიის შექმნის საკითხი.

„ახლახან დავასრულე შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან და სააკაშვილის ადვოკატთან, მასიმო დ’ანჯელოსთან. ჩვენ განვიხილეთ მიხეილის ციხეში წამების მონაწილეთათვის მაგნიტსკის სიის შედგენის დასრულება. მიხეილი კვდება და დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.”, – წერს ბროუდენი ტვიტერზე.