იყო ჰომოსექსუალი, დანაშაული არ არის | რომის პაპი

ჰომოსექსუალიზმი დანაშაული არ არის – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

რომის პაპმა მხარი დაუჭირა LGBT თემს და უსამართლო უწოდა კანონებს, რომლებიც ქვიარ ადამიანების კრიმინალიზაციას ახდენს.

„იყო ჰომოსექსუალი – დანაშაული არ არის. ეს დანაშაული არ არის, კი, მაგრამ ცოდვაა. კარგი, მაგრამ თავდაპირველად სხვაობა უნდა გავავლოთ ცოდვასა და დანაშაულს შორის. ცოდვა ასევე არის ერთმანეთისადმი გულმოწყალების არქონა”, – განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, ახლა კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი ეპისკოპოსი ერთსქესიანი ურთიერთობების დისკრედიტაციასა და კრიმინალიზებას ახდენს. რომის პაპმა ასეთი პოზიცია დაგმო და აღნიშნა, რომ „ღმერთს ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ”.