რძალი ამტკიცებს, რომ დედამთილმა აივნიდან გადააგდო | რა მოხდა ბათუმში

ხულოში რძალი ქმრის ოჯახს ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში გასული წლის ივნისში მოხდა. ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის  – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

TV 25-ის ინფორმაციით, სახლის მეორე სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად ქალმა სხეულზე დაზიანებები მიიღო – დაზარალებულის მტკიცებით, მას დედამთილმა ხელი ჰკრა და აივნიდან გადმოაგდო.

ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული.