„ოცნებავ“! სასწაფოდ გაეცით პასუხი ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აღვიახსნილობას!

ალექსანდრე ახალკაცი

უფლებადამცველი

-„მხოლოდ ახალი წლის წინა დღეებში ლარის მიზანმიმართული თამაშის შედეგად საფინანსო ორგანიზაციებმა მიიღეს არნახული და გაუგონარი მოგება. მთავრობამ პასუხი არ გასცა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მიზანმიმართულ ქმედებებს, მხოლოდ ჯიდიეს-ის ეთერიდან 2030-ის ექსპერტმა დაამუნათა ეს ორი ბანკი და უნამუსობა უწოდა მათ ქმედებას…

...ეს მილიონობით ლარი ჩვენს ხალხს ჯიბეებიდან ამოაცალეს. მოკლეს მცირე და საშუალო ბიზნესი, რაც მალე დააეტყობა ხალხს.
ჩემი ახალგაზრდობის წლები სწორედ ამასთან ბრძოლის გამო გავატარე არა ბარებსა და უნივერსიტეტის აუდიტორიებში, არამედ ბრძოლის წინა ხაზზე,( ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების დროს ციხეებია ბრძოლის წინა ხაზი სწორედაც) „კარცერებსა“ და ბურში( განსაკუთრებით მძიმე რეჟიმის დაწესებულება, სადაც თვეობით ბანაობის საშუალებასაც არ გაძლევენ)

მე ვიბრძოდი ქართველი ხალხისთვის და საქართველოსათვის და არა იმისათვის, რომ ვითომ მიშას მტრებს ხალხის კისერზე ეშოვათ ფული!!! კარგად ვიცი ვინ როგორ დაკუნკულობდით ნაცების მაღალჩინოსნებთან ვითომ ოცნებელებო!
სასწაფოდ გაეცით პასუხი ბანკებისა და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების აღვიახსნილობას ხალხის მტრები თუ არ ხართ ,,ქართულო ოცნებავ!”

კომენტარის დატოვება