საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევენებისთვის განახორციელა პროექტი ,, ქვემო ქართლის ახალგაზრდობა – თავისუფალი არჩევნებისათვის“ , რომლის მიზანი იყო: ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციაში წვლილიშეტან; მათი ინფორმირებულობის დონისა და ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის  გაზრდა; მათ მიერ სამოქალაქო უფლებათა, კერძოდ კისაარჩევნო უფლებათა უფრო ეფექტურ გამოყენებაში ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანულენოვანი მოხალისეების/სტუდენტების (18-27წ) უშუალო მონაწილეობით განხორციელდა საარჩევნო ოლქებში (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, დმანისი) საარჩევნო პროცესის მონიტირინგი. მონიტორინგის შედეგები მოიცავს წინასაარჩევნო და არჩევნების ორივე ტურს.

პრეზენტაციაზე საარჩევნო მონიტირინგის შედეგებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.

პროექტი განხორციელდა ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით.

პრეზენტაციას ესწრებიან, პოლიტიკური პარტიების, ცესკო-ს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი 20 წელზე მეტია მუშაობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის და, მათ შორის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი პროექტი,  მათ შორის არის: ეთნიკური უმცირესობების, მოწყვლადი ჯგუფების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტები.

კომენტარის დატოვება