სამტრედიის სოფლები დიდთოვლობის გამო დახმარებას ითხოვენ

დაფნარი, გომი, გომნატეხები, ნაწილოფეთი, ოფეთი, წიაღუბანი – ეს სამტრედიის რაიონის ის სოფლებია, სადაც თოვლის ნალექმა მოსახლეობისთვის  პრობლემები შექმნა.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. რამდენიმე მოსახლემ ამ წუთებში სააგენტოში დარეკა და გვთხოვა მათი გასაჭირი ჩვენ მაინც მიგვეტანა გამგებლის ყურამდე.

-„თოვლის საფარმა მეტრს გადააჭარბა. ყურადღებას არავინ გვაქცევს. სამტრედის გამგეობაში ვრეკავთ, თუმცა არავინ გვპასუხობს, არ გაქვს მომარაგებული საკვებ პროდუქტები, ვითხოვთ მძიმე ტექნიკით გზის გასუფთავებას, ჩვენც ადამიანები ვართ, კვება გვინდა გვყავს პირუტყვი და ფრინველი, გვიჭირს გადაადგილება, ვერ გამოგვყავს ცხოველი წყლის დასალევად, პრობლემებია დიდი, გამგებელი ვალერიან ფოცხვერიას მოვუწოდებთ დაგვეხმაროს, გაგვიწმინდოს გზა, რათა შევძლოთ ქალაქში ჩამოსვლა! გზები არ იწმინდება და ტრანსპორტიც შეფერხებით, უფრო კი არც დადის!“-ამბობენ ადგილობრივები.

 

იმერეთის რეგიონში სააგენტოს წარმომადგენელი ამ წუთებშიც ცდილობს გამგებელთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. ჟურნალისტი ამბობს, რომ აბონენტი არ პასუხობს.

კომენტარის დატოვება