რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამიზნული იქნება ტექნოლოგიებზე | ლეიენი

ურსულა ფონ დერ ლეიენმა კიევში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტით შეზღუდვების მოცულობა 10 მილიარდ ევროს შეადგენს:

„რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო. მზადდება სანქციების მეათე პაკეტი, ჩვენ ვაპირებთ მის შემოღებას 24 თებერვლამდე. მისი მოცულობა, დაახლოებით, 10 მლრდ ევრო იქნება…სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უფრო ღრმად ვიკვლევთ იმ კომპონენტებს, რომლებიც აღმოჩენილია, მაგალითად, დრონებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ხელმისაწვდომი არ იქნება რუსეთისთვის”  – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირი უკრაინაში ომის ერთი წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი, სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებას გეგმავს.