“ეს სასიკვდილო განაჩენია” – პეტრას აუსტრევიჩიუსი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

ეს სასიკვდილო განაჩენია ოპონენტის წინააღმდეგ – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.

“თბილისის სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება და თანაგრძნობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ, რომელიც მძიმედ ავად არის. ეს არ არის ევროპული გზა, ეს უფრო სასიკვდილო განაჩენია ოპონენტისთვის” , – აცხადებს ევროპარლამენტარი.