ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, კობახიძეს მოუწევს გამოსვლა და ამ პროცესის დემოკრატიად მონათვლა – ლევან სამუშია

“ლელოს” წევრი ლევან სამუშია დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

“ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან მისასვლელ გზებზე და 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ასე იქნება. ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, რაც არ უნდა იძახოს კობახიძემ არა არაო, მოუწევს თვითონ გამოსვლა და ამ პროცესის დემოკრატიად მონათვლა,”-განაცხადა სამუშიამ.