[ექსკლუზივი] ალექსანდრე კობაიძე ბადრი ესებუას ადვოკატი იქნება

ალექსანდრე კობაიძე ბადრი ესებუას ადვოკატი იქნება – ამის შესახებ უფლებადაცველმა GMTV-ს თავად განუცხადა.

რა პირობებში იხდის სასჯელს ესებუა და რას ითხოვს პატიმარი? – ალექსანდრე კობაიძე ექსკლუზიურად გვიყვება:

“სოციალური უთანასწორობა – ეს არის კლასიკური გაგებით ბადრი ესებუას საქმე.

როდესაც ადამიანს ედავებიან ბანკის ყაჩაღობას და ეს ადამიანი ყავთ ყველაზე მკაცრ ციხეში გამოკეტილი, მაშინ, როცა ადამიანებს ზოგს მილიონები აქვთ მოპარული და ეს ადამიანები ძალიან კომფორტულად, VIP საკნებში არიან. ამიტომ მსგავსი სისტემა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მსგავსი მიდგომა ძალიან ცუდია.

დანარჩენი უკვე ბადრი ესებუას პროცესთან დაკავშირებით გაირკვევა, როდესაც გამოვიკვლევთ მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში, ბადრი ესებუა ითხოვს, რომ იგი გადაყვანილი იქნეს სამარტოო საკნიდან და არა იქ, სადაც არის ყველაზე მკაცრი დაწესებულება – ე.წ. ბათუმის მესამე დაწესებულება” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.