2 დღე უკრაინის მხარდამჭერ მასშტაბურ დემონსტრაციამდე | ოპოზიცია ბოლო საორგანიზაციო დეტალებს აზუსტებს

უკრაინის მხარდამჭერ მასშტაბურ დემონსტრაციამდე 2 დღე რჩება. 24 თებერვალს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან და რუსეთის აგრესიას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

აქციის თარიღი სიმბოლურია, 1 წლის წინ, რუსეთმა უკრაინაში სასტიკი ომი, სწორედ 24 თებერვალს დაიწყო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ახლა სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ:

“გვაქვს საკმაოდ დიდი საორგანიზაციო ჯგუფი ჩამოყალიბებული, გეგმის დეტალები თანხმდება საორგანიზაიო ჯგუფში… ამ ყველაფერს 24 თებერვალს ნახავთ, მთავარია, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ მივცემთ “ქართულ ოცნებას” შესაძლებლობას, საქართველომ გადაუხვიოს ევროპული ინტეგრაციის გზას და 24 თებერვალს მე, ასევე, ვეძახი ღირსების აღდგენის დღეს. რადგან ჩვენი ღირსება “ქართულმა ოცნებამ” შეურაცხყო, საკუთარი დამოკიდებულებით უკრაინასთან მიმართებაში, იცით, რომ არ ჩადიან რადაში.” , – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.