თურქეთში კიდევ ერთი, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო სიღრმე 25 კილომეტრი.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო

მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება