“ნახევარ დღეზე მეტხანს ადამიანს ჰქონდა მეტყველება წართმეული, ამაზე მძიმე მდგომარეობა გარდაცვალებაა” – გიული ალასანია სააკაშვილზე

“შედეგი მოსალოდნელი რაც იყო, ის მივიღეთ, სხვა ამ რეალობაში სადაც ვცხოვრობთ, სხვა შედეგი შეიძლება ყოფილიყო?! არ ვიცი ადვოკატები რას გეგმავენ, ჩემ შვილს დაველაპარაკები. […] კატასტროფული მდგომარეობა იყო, ნახევარ დღეზე მეტხანს ადამიანს ჰქონდა მეტყველება წართმეული, და მე არ ვიცი ამაზე მძიმე მდგომარეობა არის გარდაცვალება, არ ვიცი კლინიკა როგორ შეფასებებს იძლევა, მე ჩემი შეფასება მაქვს”.

განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ.