„შეშფოთებულები ვართ ოცნების მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით“ – EPP

„ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს ხელისუფლების მიერ, ქვეყნის ემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით შეშფოთებულია.

„შეშფოთებულები ვართ პარტია ქართული ოცნების მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს!”- აღნიშნულია ევროპის სახალხო პარტიის (EPP) განცხადებაში, რომელიც პარტიის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.