ამბროლაურში 3 ძაღლს ცოფი დაუდასტურდა | მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ძაღლის ცოფის 3 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას.

ამბროლაურში დღეს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაიყვანენ.

კარანტინის გამო არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი.