„ადრე თუ გვიან მოგვიწევს მიღება” – მეუფე იაკობი რუსულ კანონზე

„ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება, თუ გვინდა ცივილიზებული მსოფლიოს წევრი გავხდეთ, თორემ რომ შეხვალ ის კანონი გამზადებული დაგვხვდება იქ” – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას, „ოცნების” რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

„მოვუსმინე ჩვენს პოლიტიკოსებს უცხოეთში, რომ იღებენ, ისინი თავიანთი მტრების წინააღმდეგ იღებენო, სახლემწიფოების წინააღმდეგ ჩვენთან, რომ იღებენო სასამართლო არ გავქვსო წესიორიო და ამიტომო ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ იღებენო.

ჯერ არ იყო არც კანონი მიღებული, არაფერი და ვაი ვიში შექმნეს, ეს როგორ შეიძლება, ეს როგორ შეიძლება, თავი გაიშიფრეს, რომ ე.ი. ისეთ რამეს არ აკეთებდნენ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ესე მხოლოდ სია შეედგინათ იმათი, აგენტსაც ნუ დაარქმევდნენ, სია თუ ვინ ფინანსდება…ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება, თუ გვინდა ცივილიზებული მსოფლიოს წევრი გავხდეთ, თორემ რომ შეხვალ ის კანონი გამზადებული დაგვხვდება იქ” – განაცხადა იაკობმა.