ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი არტილერიითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს. ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

მისივე ცნობით, დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სოციალური დაწესებულებები, ავტომობილები და ფერმის რამდენიმე შენობა.

„დღეს, დღისით, მტერმა ორჯერ დაარტყა ნიკოპოლის რაიონის მარგანეცის თემს. ჯერ მძიმე არტილერიიდან, მოგვიანებით კი უპილოტო საფრენი აპარატიდან ისროლა. არავინ დაშავებულა” – წერს სერგეი ლისაკი Telegram-ზე.