ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 177 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა | გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 177 680 (+570) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 08.04.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 636 (+3), ჯავშანტექნიკა – 7020 (+4), საარტილერიო სისტემები – 2 727 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 533 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 282 (+1), თვითმფრინავი – 307 (+1), ვერტმფრენები – 292 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2298 (+7), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5599 (+12), სპეციალური ტექნიკა – 304 (+0).

გენშტაბის ცნობითვე, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით ზუსტი დარტყმებით გაანადგურეს მტრის დრონი და მტრის საარტილერიო სისტემა.

ასევე, თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს 9 დარტყმა მიაყენა.