ოჯუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასოვ-იარი დაბომბეს

ოჯუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასოვ-იარი დაბომბეს. დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 2. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ავრცელებს.

მისივე ცნობით, ოკუპანტებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაარტყეს საცხოვრებელ ზონას, დააზიანეს მინიმუმ, 9 მაღალსართულიანი კორპუსი.

თავდასხმის შედეგად ქალაქის ნაწილში გათბობა და ელექტროენერგია გაითიშა.