რუსთავში, უკვე მე-5 დღეა 14 წლის ბიჭს ეძებენ
რუსთავში, უკვე მე-5 დღეა, 14 წლის გიორგი ზაქარაშვილს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი ბოლოს მდინარეზე, მეგობრებთან ერთად ცურვის მიზნით იმყოფებოდა.
სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახურია ჩართული.