საფრანგეთი ნიგერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუირებისთვის ემზადება

საფრანგეთი ნიგერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუირებისთვის ემზადება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნიგერში გადატრიალების ფონზე ანტიფრანგული განწყობების გამო იქნა მიღებული.

საფრანგეთის საელჩოს განცხადებით, საფრანგეთი მზად არის ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც ნიგერიდან გასვლაში დახმარება გაუწიოს.

შეგახსენებთ, რომ გადატრიალებამ საფრანგეთის წინააღმდეგ, როგორც ყოფილი კოლონიური სახელმწიფოს წინააღმდეგ, დემონსტრაციების ტალღა გამოიწვია, თავდასხმის სამიზნე ნიგერში საფრანგეთის საელჩოც გახდა.

გადატრიალებამდე ნიგერი დასავლეთის საკვანძო პარტნიორი იყო და საფრანგეთს და აშშ-ს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული.

გადაწყვეტილება ნიგერიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირებაზე იტალიამაც მიიღო.