უკრაინა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს

უკრაინამ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმის განხორციელებასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებები უარყო.

“ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ოფიციალური პირების ასეთი განცხადებები ყალბია და იოტისოდენა სიმართლესაც არ შეიცავს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

მისი თქმით, უკრაინა სამოქალაქო გემებსა და ობიექტებს თავს არ დასხმია, არ ესხმის და არც დაესხმება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსულ საპატრულო ხომალდებზე იერიშის მიტანა სცადეს. უწყების მტკიცებით, შეტევაში სამი საზღვაო დრონი მონაწილეობდა, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.