“მილიონობით დოლარია გადახდილი, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს, დასავლეთში ეგონოთ, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა” – არჩილ თალაკვაძე

მილიონობით დოლარია გადახდილი, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს, დასავლეთში ეგონოთ, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული მომავლის გარშემო საკუთარ საზოგადოებასთან ოპოზიცია ვერ ერთიანდება.

„მე მინდა ვუპასუხო ამ განცხადებას. სინამდვილეში საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ვართ გაერთიანებული, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგ რჩება და ამის გარეთ მუშაობს, ამის წინააღმდეგ, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არ ჩაერთო სამუშაო პროცესში, დადის ევროპაში და ლობირებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და როგორც გავიგეთ „ფარას“ რეგულაციების თანახმად, მილიონობით დოლარია გადახდილი, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს, დასავლეთში ეგონოთ, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა და ევროპულ სულისკვეთებას აღარ ეთანხმება. როცა ასეთი მოწოდებები კეთდება, ამაზე პასუხია, რომ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ევროპული მომავლის გარშემო ვართ გაერთიანებული. ვინც ვერ ერთიანდება საკუთარ საზოგადოებასთან ამ იდეის გარშემო, ეს რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც აღარც სიტყვით მალავს, რომ ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.