ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოვუწოდებთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დღეს სხდომათა დარბაზიდან გამოვიდეთ და მარტო დავტოვოთ „ქართული ოცნება“ საკუთარი „ქოცური“ პოლიტიკური დღის წესრიგის ამარა – ლევან ბეჟაშვილი

ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოვუწოდებთ, მარტო დავტოვოთ „ქართული ოცნება“ საკუთარი „ქოცური“ პოლიტიკური დღის წესრიგის ამარა, –  ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არის ფიქცია, რომელიც ვერასდროს განხორციელდება.

 ” „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული თემა იმ მიზნით შემოიტანა, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას და საზოგადოების ყურადღება მთავარი საკითხებიდან ფიქციაზე გადაიტანოს. ბუნებრივია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, საერთოდ დავხუროთ ეს თემა – ნუ მივცემთ „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტის ინსტიტუტს ამ თემით პოლიტიკური დივიდენდების მოგროვების შესაძლებლობას. ყველ პარტიას მოვუწოდებთ, გამოვიდეთ და „ქართული ოცნება“ ამ თამაშებში მარტო დავტოვოთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.