“ეს იქნება ხანგრძლივი სამხედრო კამპანია „ჰამასის“ წინააღმდეგ” – ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ფართო სამხედრო კამპანიისთვის ემზადება, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა.

„ჩემი ქვეყანა გლოვობს. ამ ტრაგედიამ ისრაელში თითქმის ყველა ოჯახზე იქონია გავლენა. ეს იქნება ხანგრძლივი სამხედრო კამპანია „ჰამასის“ წინააღმდეგ, – განუცხადა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ჟურნალისტებს ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს გატაცებული ბავშვების ფოტოები აჩვენა და აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ თავდასხმების დროს ჰოლოკოსტს გადარჩენილები მოკლა და ოჯახები დახოცა.