ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში სამიტს გამართავენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში სამიტს გამართავენ და სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ მოწოდებას ისრაელი-„ჰამასის“ ომში ჰუმანიტარული პაუზის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება სერიოზული შეშფოთების საგანია და ლიდერები მზად არიან, ხელი შეუწყონ მშვიდობიანი მოსახლეობის წვდომას საკვებთან, წყალთან, სამედიცინო დახმარებასთან, საწვავსა და თავშესაფართან.

ევროკავშირის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ეს უფრო უსაფრთხო პირობებს შექმნის 200-ზე მეტი მძევლის გასათავისუფლებლად, რომლებიც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დააკავეს.