“დახმარება ემიგრაციაში მყოფ პატარებსაც სჭირდებათ…მინდა ისინიც ახსოვდეს ვინმეს…”

F-news

ავთანდილ გიუნაშვილი

ათენის ქართველ ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი

გასაოცარია რომ ამდენი ადამიანი მწერს და მთავაზობს დავეხმაროთ ხან ვის, ხან ვის და ხან სად და ხან სად … ამდენი ხნის მანძილზე არავის მოფიქრებია რომ ემიგრაციაში უამრავი ადამიანია, უამრავი ბავშვია, უამრავ რამეს მოკლებული… უამრავი რამ მინდა მე პირადად გავუკეთო ჩემს ემიგრანტ ბავშვებს…

მინდა მათაც ქონდეთ საუკეთესოდ პირობები, თანამედროვე სასწავლო ოთახები,(სხვათაშორის ქართული ენა რომ არ დაივიწყონ) კარგი დარბაზი,( სხვათაშორის ქართული ცეკვა რომ შეისწავლონ ) ქონდეთ კარგი დღესასწაულები, ლამაზი დღეები… შევუძინო წიგნები, სათამაშოები. ჩემი ემიგრანტი ბავშვებიც მინდა ახსოვდეს ვინმეს… თითქმის ყოველდღე ვხედავ მათ და ჩემს თვალწინ იზრდებიან… მათ რომ მადლობა უფალს არაფერი არ ჭირთ, არ ნიშნავს რომ მათ გარშემო ყველაფერი კარგადაა… მერწმუნეთ, დახმარება ემიგრაციაში მყოფ პატარებსაც სჭირდებათ …მართლა მინდა ისინიც ახსოვდეს ვინმეს…

 

კომენტარის დატოვება